
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისაუბრა. მან ზელენსკის "გადარჩენისთვის მებრძოლი ერის დაუოკებელი ლიდერი" უწოდა.
ჯონსონის თქმით, მან ზელენსკი დაარწმუნა, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინას მისცენ მისთვის საჭირო იარაღი, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის თავდასხმას.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში რუსეთის ახალი შეტევების ფონზე, იარაღის მიწოდება ახლა უფრო სასწრაფოა. მისივე თქმით, მისი მიზანია, "უკრაინა გაძლიერდეს და გამაგრდეს იმ დონემდე, რომ რუსეთმა შეჭრა ვეღარ გაბედოს".