
დიდი ბრიტანეტი უკრაინას კიდევ უფრო მეტ საარტილერიო იარაღს გადასცემს, რადგან რუსეთთან ომი ახალ ფაზაში გადადის, - ამის შესახებ პრემიერმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა.
"ეს იქნება საარტილერიო დაპირისპირების ფაზა, უკრაინას სჭირდება საარტილერიო მხარდაჭერა და ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ მათ გავუწევთ... სხვა მრავალი სახის დახმარებასთან ერთად", - თქვა მან.