"კიევზე რუსეთის თავდასხმის მოგერიებით, უკრაინამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია" | ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კიევზე რუსეთის თავდასხმის მოგერიებით, უკრაინელებმა "21-ე საუკუნის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს".

უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჯონსონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ჩვენი უკრაინელი მეგობრები იბრძვიან თავიანთი ერისთვის", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ის უკრაინელი ხალხის გმირობითა და გამბედაობით აღტაცებულია.

მისივე თქმით, ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა გარკვეული იარაღი მიაწოდეს უკრაინას, მაგრამ "დედაქალაქი, უკრაინულმა მამაცობამ და თავგანწირვამ გადაარჩინა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი