"გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას მწარმოებლების მეშვეობით გააგრძელებს" | შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ამოწურა იარაღი, რომელიც შეუძლია უკრაინას თავისი მარაგებიდან მიაწოდოს. შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობა სამხედრო აღჭურვილობის კერძო მწარმოებლებთან იმუშავებს.

"ჩვენ ვაპირებთ გადავიხადოთ ამ მიწოდების თანხა.... ჩვენ მზად ვართ [უკრაინისთვის] ყველაფერი შესაძლებელი გავხადოთ",-თქვა შოლცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია იარაღის მწარმოებლებს დაეხმარება კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი