
ზაპოროჟიეში მოპარული ტრაქტორი კადიროვის ფერმაში აღმოაჩინეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ოპერატიულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ კომბაინი გროზნოს მახლობლად მდებარე სოფელში იპოვეს.
"სხვისი ძარცვა - აი ეს არის კადიროვის ომში მონაწილეობის რეალური მიზანი. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ჯონ დირის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოიპარეს" - წერს უწყება.