"უკრაინამ დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და მათი ნაწილები მიიღო" | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის ინფორმაციით, უკრაინამ სხვა ქვეყნებისგან მიიღო დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე თვითმფრინავის დამატებითი ნაწილები, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს ცაში უფრო მეტი ავიაცია ჰყავდეთ.

თვითმფრინავები უკრაინისთვის თავად აშშ-ს არ გადაუცემია.

"მე უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მათ მიიღეს დამატებითი პლატფორმები და ნაწილები, რათა შეძლონ მათი თვითმფრინავების ფლოტის ზომის გაზრდა. ვფიქრობ, აქ გავჩერდები", - თქვა კირბმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი