თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ცენტრ "ემპათიას" ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებისა და მისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების საშუალება მიეცეთ.
"მოგმართავთ შუამდგომლობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალოს, რომ ცენტრ "ემპათიას" მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა სისტემატურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიაწოდონ მას შესაბამისი სამედიცინო სერვისები", - თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისივე განმარტებით, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთადერთი წინაპირობა პირის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობაა. უფლებადამცველს ამ საკითხზე დამატებითი არგუმენტები არ მოუყვანია, რადგან მისი თქმით, უკვე არაერთი კონსილიუმის დასკვნაა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის არაადამიანურ მოპყრობაზეც.
იხილეთ ასევე: