"გენერლებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი არმია მ**ნერია" | სანქცირებული რუსი მილიარდელი

გამოქვეყნდა:

​სანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა უკრაინაში რუსეთის ომი გააკრიტიკა და დასავლეთს ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"მე ვერ ვხედავ ვერც ერთ მხარეს, რომელიც ამ გიჟური ომიდან სარგებელს იღებს. გენერლებმა გაიღვიძეს და მიხვდნენ, რომ მათი არმია მ**ნერია და როგორ შეიძლება არმია იყოს კარგი, როცა ქვეყანაში სხვა ყველაფერი ჩაძირულია ნეპოტიზმში, მლიქვნელობასა და მონობაში",-თქვა ტინკოვმა.

Tinkoff ბანკის დამფუძნებელმა ასევე დაწერა, რომ რუსეთის მოსახლეობის 90% ომს ეწინააღმდეგება.

"კრემლის საჯარო მოხელეები შოკში არიან, რომ მარტო ისინი კი არა, არამედ მათი შვილებიც ვერ წავლენ დასასვენებლად ხმელთაშუა ზღვაში ამ ზაფხულს. ბიზნესმენები მათი დარჩენილი ქონების გადარჩენას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არიან იდიოტები, რომლებიც Z-ს ხატავენ, მაგრამ მათი რეალური რაოდენობა 10%-ია, რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია",-თქვა მან.

ტინკოვი იმ პირთა სიაშია, რომელსაც 24 მარტს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა, "რუსეთის არალეგალური შეჭრის მხარდაჭერის" გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი