
რუსეთმა დონბასზე შეტევაში მონაწილეობის მისაღებად სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან 20 000-მდე დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნა - წერს The Guardian ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ოფიციალური პირის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაქირავებულთა რაოდენობა 10 000-დან 20 000-მდე მერყეობს და ძნელია ამ მაჩვენებლის გარჩევა სირიელებს, ლიბიელებსა და ვაგნერის მიერ დაკომპლექტებულ ბოევიკებს შორის.
"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვნახეთ გადაადგილება ამ ტერიტორიებიდან, სირიიდან და ლიბიიდან, დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში და ეს ბიჭები ძირითადად საზარბაზნე ხორცად გამოიყენებიან უკრაინის წინააღმდეგ." - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისივე ინფორმაციით, დაქირავებულ სირიელებს სთავაზობდნენ 600 -დან 3,000 დოლარამდე უკრაინაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის, მათი წოდებისა და გამოცდილების მიხედვით.