"მარიუპოლიდან მოსახლეობის უსაფრთხო გამოყვანაში, შესაძლოა, NATO-ს მოკავშირეები ჩაერთონ" | ნულანდი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გამოყვანაში, შესაძლოა, NATO-ს მოკავშირეები ჩაერთონ.

"არსებობდა გარკვეული იმედი, რომ რუსეთმა შესაძლოა დაუშვას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უსაფრთხო გამოყვანა. თუ ეს მოხდება, ამაში NATO-ს მოკავშირეები ჩაერთვებიან", - თქვა ვიქტორია ნულანდმა CNN-თან.

ნულანდმა აღნიშნა, რომ ასეთი შეთანხმება ადრე არაერთხელ ჩაიშალა და საბოლოო ჯამში, უსაფრთხო გასასვლელების დაშვება რუსების გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, მარიუპოლის ალყა ამ ომის სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე მეტყველებს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ჩადის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი