
მარიუპოლში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. წამებული ქალაქი საოკუპაციო ჯარების უწყვეტი შეტევის ქვეშ იმყოფება. აზოვსტალი, რომელსაც თავს კვლავ 1 000-მდე მოქალაქე აფარებს, პუტინის არმიის გამანადგურებელი წერტილოვანი თავდასხმის სამიზნეა. ბუნკერის შესასვლელს ახლა მხოლოდ აზოველები და 36-ე ბრიგადა იცავს, რომელიც რუსული ჯარების ერთადერთი შემაკავებელია.
თუმცა როგორც თავად აზოველების განხადებიდან ხდება ცნობილი, გმირი სამხედროების რესურსიც იწურება და ახლა დროული დახმარების გარეშე შესაძლოა მარიუპოლის აღებამდე სულ ცოტა დრო დარჩეს.
მარიუპოლის გარდა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა ხარკოვშიც. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს ოკუპანტები დღესაც განუწყვეტლივ ბომბავდნენ. ხარკოვის ქუჩებში ათობით ცხედარი ასვენია. ყველა მათგანი საჰაერო იერიშებს შეეწირა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი