
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინელი სამხედროების უსაფრთხო ევაკუაციის სანაცვლოდ, მზადაა რუსი სამხედრო ტყვეები გაცვალოს.
მისი თქმით, აზოვსტალის ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. მისივე თქმით, ალყაში მოქცეულ ქალაქში ვითარება უფრო და უფრო უარესდება.