ახალი შეიარაღება უკრაინისთვის | აშშ ომში მყოფ ქვეყანას დამატებით 800 მლნ-ის შეიარაღებას უგზავნის

გამოქვეყნდა:

ახალი და კიდევ უფრო მძლავრი დახმარება უკრაინისთვის. ვაშინგტონი ომში მყოფ ქვეყანას დამატებით 800 
მილიონის სამხედრო შეიარაღებას გაუგზავნის. პენტაგონმა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება. უკრაინა ამერიკისგან ახალ სამხედრო დახმარებას უახლოეს მომავალში მიიღებს. 

კონკრეტულად რა შეიარაღებაზეა საუბარი, უცნობია. სავარაუდოდ, შეერთებული შტატები უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის, რაც ომის მიმდინარეობას რადიკალურად შეცვლის. ახალი, ზუსტი იარაღი ამერიკილებისგან  უკრაინულ არმიას ხელ-ფეხს გაუხსნის და შესაძლებლობას მისცემს რუსეთის საცეცხლე სისტემები გაანადგუროს.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი