
"გვინდა, რომ სანქციების მე-6 პაკეტი მოიცავდეს ემბარგოს და რუსული ბანკების SWIFT-იდან სრულად გათიშვას" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.
"ვხედავთ, რომ რუსეთი თავის სისხლიან გეგმას უკრაინის ნებისმიერ ფასად განადგურებაზე არ წყვეტს. ისინი აგრძელებენ ჩვენი ტერიტორიების დაბომბვას. რუსებმა დონბასზე მასშტაბური იერიშები დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, მარიუპოლსი 120 ათასი ადამიანი ალყაში იმყოფება. დარწმუნებული ვარ და პირობას გაძლევთ, რომ ყველა დამნაშავეს ვიპოვით.
აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრი სანქციები დაწესდეს და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ბარბაროსული ომი შევაჩეროთ. მადლობელი ვარ სანქციების ხუთი პაკეტისთვის, თუმცა ის კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს. გვინდა, რომ სანქციების ახალი პაკეტი მალე დაწესდეს და მე-6 პაკეტი მოიცავდეს ემბარგოს და რუსული ბანკების SWIFT-ის პროგრამიდან სრულიად გათიშვას" - ამბობს ზელენსკი.