უკრაინელებმა ხარკოვში რუსების 200 მლნ დოლარის ღირებულების იარაღის საცავს მიაგნეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელებმა ხარკოვში რუსების 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის საცავს მიაგნეს. 

ინფორმაციას ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით მედია ავრცელებს და წერს, რომ უწყებამ დაადგინა, რომ შენახული შეიარაღება უკრაინის შეიარაღებული ძალების მარაგებიდან მოიპარეს და საცავის მფლობელები ოკუპანტებთან თანამშრომლობას აპირებდნენ. 

სპეცსამსახურებმა დანაშაულში ჩართული პირების ვინაობა დაადგინეს და მათ დასასჯელად შესაბამის ზომებს იღებენ. ცნობილია ისიც, რომ ნაპოვნი შეიარაღება უკრაინის არმიას უკვე გადაეცა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი