
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან აუდიენციას ითხოვს, რათა განიხილონ მშვიდობის დამყარების გადაუდებელი აუცილებლობა.
გაეროს პრესსპიკერის ინფორმაციით, გუტიერეშს სურს განიხილოს გადაუდებელი ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
ასევე პრესსპიკერის ცნობით, გუტიერეში ელოდება პასუხებს რუსეთისა და უკრაინის მთავრობებისგან. მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნებიან გაეროს დელეგაციის წევრები და ჩავა თუ არა გენერალური მდივანი ორივე ქვეყანაში.