
"ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს. ჩვენ ეს დღეს შარლ მიშელთან განვიხილეთ. ვმუშაობთ, რომ ეს რუსეთის ომის მანქანისა და მთლიანად რუსეთისთვის მტკივნეული იყოს. ყოველი მოლაპარაკებისას ხაზს ვუსვამ, რომ სანქციები ჩვენი თვითმიზანი არაა, ის პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომ რუსეთი მშვიდობის ძიებაში წაახალისოს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 56-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.