"მარიუპოლის გასათავისუფლებლად, საკმარისი შეიარაღება არ გვაქვს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანას არ აქვს საკმარისი "სერიოზული და მძიმე" იარაღი მარიუპოლში რუსეთის არმიის დასამარცხებლად.

მან აღნიშნა, რომ ქალაქში დაპირისპირების დასასრულებლად ორი პოტენციური გზა არსებობს:

"პირველი მოიცავს სერიოზულ და მძიმე შეიარაღებას [...] ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი, რომ გავათავისუფლოთ მარიუპოლი. მეორე დიპლომატიური გზაა. ამ დრომდე, რუსეთი ამაზე არ დათანხმებულა....

ჩვენ არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლის განბლოკვას და მე ამას ღიად ვამბობ, რომ მარიუპოლში ყველა ბიჭს უნდა გამარჯვება, მათ უნდათ თავისუფალი ქალაქი, არც ერთი მათგანი არ აპირებს, რომ მტერს დანებდეს. ეს მათი შინაგანი განცდაა, ეს არის ის, თუ როგორები არიან ისინი",-თქვა ზელენსკიმ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი