"არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში, რუსეთთან, ევაკუაციის საკითხი განიხილონ" | აზოვი

გამოქვეყნდა:

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, კაპიტან სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, მზად არიან ჩავიდნენ მარიუპოლში და რუსულ მხარესთან სამხედროების ევაკუაცია განიხილონ.

"დღეს ჩვენ ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. კერძოდ, დავით არახამიასა და მიხაილო პოდოლიაკს, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან მარიუპოლში მედინსკისთან და სლუცკისთან დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის მოლაპარაკებებზე ჩამოვიდნენ",-თქვა კაპიტანმა პალამარიმ ვიდეომიმართვაში.

19 აპრილს ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყო. შეგახსენებთ, აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი