
ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განაცხადებით, ოლქის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.
მისი თქმით, ამ დროისთვის რეგიონში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს.
"ლუგანსკში ძალიან მძიმე ვითარებაა. მთელი ტერიტორია იბომბება და უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. ოლქში დარჩენილი 70 ათასი ადამიანი უკვე მეორე თვეა ბუნკერებში, მიწისქვეშ ცხოვრობს. ვცდილობთ მივაწოდოთ საკვები და წყალი.
ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ გვჭირდება ავიაცია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და მძიმე არტილერია. ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ რუსეთის არმია მართლაც ვერ დგას თავის სიმაღლეზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ უკრაინის სამხედრო ძალები ამ შეიარაღებას მიიღებენ, მათ დამარცხებასაც შევძლებთ", - ამბობ გაიდაი.
გაიდაი ამბობს, რომ რუსეთს, უკრაინაში ომის მეორე ფაზის ტოტალური და დაგეგმილი, სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დაუწყია.