
ლიეტუვამ უკრაინას ნაღმტყორცნები გადასცა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ნაღმტყორცნების ზუსტი რაოდენობა დაუზუსტებელია.
"ჩვენ უკრაინას გადავეცით მძიმე ნაღმტყორცნები მხარდასაჭერად, რაოდენობას არ დავასახელებ, მაგრამ ბევრი მივეცით", - განუცხადა BNS-ს ეროვნული თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა.
მისივე თქმით, უკრაინას უკვე გადაეცა არა მხოლოდ სარაკეტო სისტემა "სტინგერი", არამედ სხვა ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო იარაღი, საბრძოლო მასალა, ყუმბარები, ტყვიამფრქვევები და ა.შ.