
რუსეთი ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვას საკონსულოებს ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზი, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა.
უწყების ცნობით, აღნიშნული საკონსულოები გაუქმდება სანქტ-პეტერბურგსა და პსკოვში.
დახურული საკონსულოების ყველა თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რომლებმაც რუსეთის ტერიტორია, განსაზღვრულ ვადებში უნდა დატოვონ.