
უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა - ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ დოკუმენტებში აისახა.
ბრძანების თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 მაისამდე გახანგრძლივდა.

შესაბამისი ინიციატივით პრეზიდენტმა ზელენსკიმ რადას რამდენიმე დღის წინ მიმართა.