"ჩვენ ვიმყოფებით დროის კრიტიკულ ფანჯარაში" | ბაიდენი უკრაინაში მიმდინარე ომზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ესაუბრა უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალს, რომელიც დღეს დილით თეთრ სახლში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან და ელჩ ოქსანა მარკაროვასთან ერთად იმყოფებოდა. 

ბაიდენმა პუტინის ომის მეორე ფაზაზე და თქვა, რომ „უზარმაზარი დამსახურება“ ენიჭებათ ადგილზე არსებულ მედიებს, რომლებიც ამხელენ „ომის დანაშაულებს“.

"ეს უკვე ნათელია მთელი მსოფლიოსთვის. ახლა [რუსეთმა] წამოიწყო და გადააკეთა თავისი კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით და ჩვენ ვიმყოფებით დროის კრიტიკულ ფანჯარაში, როდესაც ისინი აპირებენ საფუძვლის შექმნას ამ ომის შემდეგი ეტაპისთვის“, - განაგრძო ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ და მისი მოკავშირეები "რაც შეიძლება სწრაფად მოქმედებენ", რათა უკრაინულ ძალებს იარაღი მიაწოდონ თავიანთი ქვეყნის დასაცავად, თქვა ბაიდენმა და კიდევ 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი