უკრაინაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გაერო 50 მლნ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

გაერო უკრაინისთვის 50 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა ოსნატ ლუბრანმა ისაუბრა და თქვა, რომ თანხა არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებს გამოეყოფა და მისი ძირითადი ნაწილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გამოიყენება.

2 თვის წინ მთელი ჩვენი მხარდაჭერა ორი რეგიონზე იყო ორიენტირებული, დონეცკსა და ლუგანსკზე, მაგრამ ახლა ჩვენ ვმუშაობთ მთელ უკრაინაში. საჭიროებები იმდენად დიდია, რომ უკრაინის ჰუმანიტარული ფონდიდან 50 მილიონ დოლარს გამოვყოფთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს სააგენტოები აგრძელებენ მუშაობას სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის ყველაზე დიდი წვლილი და ეს ყველაფერი ჩვენი დონორების დამსახურებაა, - თქვა ლუბრანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პუტინის ომის დაწყების დღიდან დღემდე, რუსი ოკუპანტების მხრიდან გაუპატიურების უმძიმეს შემთხვევები ფიქრდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი