ომის დანაშულისა და არაადამიანური სისასტიკის კიდევ ერთი მტკიცებულება. "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ჩავიდა უკრაინულ სოფელში, რომელიც ერთთვიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსებმა ჯერ სრულად გაძარცვეს და შემდეგ მიწასთან გაასწორეს. ოკუპანტები იპარავდნენ ყველაფერს, რისი წაღებაც შეეძლოთ და ამ ისტორიებს ახლა სოფელ ბერვეცას მცხოვრებლები ჟურნალისტებს, უკრაინელს და ევროპელ გამოძიებლებს უყვებიან.
მაგრამ ეს არ არის ყველაზე ტრაგიკული დანაშული, რომელიც კრემლის არმიამ ჩაიდინა. სოფელში, ნანგრევებს ქვეშ ამ დრომდე პოულობენ მოკლულებს. სულ ახლახან კი სოფლის ცენტრში აღმოაჩინეს სამარხი, რომელშიც ათობით ადამიანი არის დასაფლავებული.