მარიუპოლის ინდუსტრიული ცენტრი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. აზოვსტალში ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები და მძიმე საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა. ვლადიმერ პუტინის ბრძანების მიუხედავად რუსული არმია შეტევას აგრძელებს და კვლავ საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე აფარებს თავს.
დღეს ალყაშემორტყმული ქალაქიდან მხოლოდ 79 ადამიანის ავაკუაცია მოხერხდა. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ქალაქში რუსების მოძრავი კრემატორიუმი ფუნქციონირებს, რომლითაც რუსები საკუთრი დანაშულის კვალის წაშლას ცდილობენ.