
Human Rights Watch-მა კიევის გარეუბანში, ბუჩაში, რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი „ომის დანაშაულების მთელი ნაკრები“ დააფიქსირა.
მკვლევრებმა, რომლებიც ბუჩაში რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ მუშაობდნენ, აღმოაჩინეს: სიკვდილით დასჯის არაერთი მტკიცებულება, სხვადასხვა გზით ჩადენილი სასტიკი და განურჩეველი მკვლელობები, იძულებითი გაუჩინარების, წამების ფაქტები და სხვა.
Human Rights Watch-ის მკვლევარმა რიჩარდ ვეირმა თქვა: ”ყველაფერი ეს ომის დანაშაული და პოტენციური დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ... ბუჩას თითქმის ყველა კუთხე ახლა დანაშაულის ადგილია და ისეთი შეგრძნებას ტოვებდა, თითქოს, სიკვდილი ყველგან იყო".
მკვლევარი ხაზგასმით ამბობს, რომ მტკიცებულებების თანახმად, რუსული ძალები ბუჩას ოკუპაციას ახდენენ, რათა "ეჩვენებინათ ზიზღი და მიუღებლობა სამოქალაქო პირების მიმართ".
ორგანიზაციამ დააფიქსირა ქალაქში მომხდარი 16 აშკარად უკანონო მკვლელობის დეტალები, მათ შორის 9 შემაჯამებელი სიკვდილით დასჯა (ადამიანს აბრალებენ დანაშაულს და დაუყოვნებლივ კლავენ სასამართლოს გარეშე) და 7 კი მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი მკვლელობა.
ერთ-ერთ დოკუმენტურ შემთხვევაში, ცხრა წლის გოგოს ცეცხლსასროლი იარაღით მხარში მაშინ ესროლეს, როდესაც ის რუსული ძალებისგან გაქცევას ცდილობდა.