"შეაჩერე ფაშიზმი საწყის ეტაპზე" | 36-ე ბრიგადის მეთაური გერმანიის კანცლერსა და პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ მარიუპოლიდან ევაკუაციაში დახმარებას სთხოვს. უკრაინელი მეთაურის თქმით, გერმანიას ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების უსაფრთხო გაყვანა შეუძლია.

მისი განცხადება გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა.

"ერთხელ სამყარომ შეაჩერა ბოროტება. შენ ეს უკეთ გახსოვს, ვიდრე სხვას. ახლა ბოროტება დაბრუნდა. და შენ გაქვს შესაძლებლობა, აირჩიო ისტორიის სწორი მხარე და შეაჩერო ფაშიზმი საწყის ეტაპზე, სანამ ირგვლივ ყველაფერს გადაწვავს"- ამბობს მეთაური. 

ვოლინამ თქვა, რომ მიმართვა ალყაში მყოფ ქალაქში ჩაწერა, სადაც არ იყო წყალი, საკვები, მედიკამენტები, გათბობა ან ელექტროენერგია.

"100 000-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს. სარდაფებში ჩემი დაჭრილი ჯარისკაცები ჭრილობებისგან ლპებიან. არტილერია, თვითმფრინავები და საზღვაო ძალებიც კი აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას. მარიუპოლის გადარჩენა მაინც შეიძლება! მსოფლიომ საბოლოოდ უნდა თქვას "აღარასდროს" და დაგვეხმაროთ ჩვენ“, - თქვა ვოლინამ.

​მეთაურმა მოუწოდა გერმანიას იმოქმედოს როგორც მარიუპოლიდან უსაფრთხო ევაკუაციის გარანტორმა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობას შეუძლია, გადაარჩინოს ასი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი