
სარაკეტო დარტყმები ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში - ბოლო საათების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქის დაბომბვის შესახებ განაცხადა.
ცნობილი ხდება, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
„დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი - ორი მამაკაცი და სამი ქალი. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურებულია.გაურკვეველია შევძლებთ თუ არა მოძრაობის აღდგენას“, - განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ, დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ზაპოროჟიეში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიჭრა. უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.