"უკრაინას ყოველთვიურად 7 მილიარდი დოლარის დახმარება სჭირდება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინას ომის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, თვეში 7 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება სჭირდება - ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ბანკის ფორუმზე დისტანციურ მიმართვაში ისაუბრა.​

ზელენკსიმ ასევე თქვა, რომ ეს არის ზრდა იმ 5 მილიარდ დოლართან შედარებით, რაც კიევმა ადრე თქვა, რომ ყოველთვიურადაა საჭირო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოგვიანებით მისი ქვეყნის აღდგენას „ასობით მილიარდი დოლარი“ დასჭირდება.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტისთვის და რომ მოსკოვი "დაუყოვნებლივ" უნდა გამოირიცხოს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან, მათ შორის საერთაშორისო მონეტარული ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან.

მან თქვა, რომ რუსი სამხედროების მიზანია უკრაინაში ყველა ობიექტის განადგურება, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკური ბაზა. "ეს მოიცავს რკინიგზის სადგურებს, სურსათის საწყობებს, [და] ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი