
პენტაგონის განცხადებით, ახლად გამოცხადებული სამხედრო დახმარების ფარგლებში, აშშ უკრაინას Phoenix Ghost-ის 121 დრონს გადასცემს, რომლებიც თავდასხმისთვის გამოიყენება.
პენტაგონში ამბობენ, რომ Ghost-ის დრონები კარგად შეესაბამება იმ საჭიროებებს, რაც უკრაინას ახლა დონბასის რეგიონში აქვს.
"ის, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ გადმოგცეთ სურათი, რას ხედავს, მაგრამ მისი ძირითადი აქცეტნი შეტევაა", - თქვა პენტაკონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
კირბიმ არ ისაუბრა დეტალურად Ghost დრონების გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების ტრენინგზე, ასევე იმაზე, თუ რამდენი უკრაინელი გაივლიდა ტრენინგს ამ ახალი სისტემის გამოსაყენებლად.
Ghost-ის დრონები უკრაინას ჯერ არ მიუღია.