ოპოზიციას სერიოზულად აწუხებს სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი - კონგრესმენი სისილინი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენი დევიდ სისილინი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ამის შესახებ მან ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეხვედრა იყო. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი შეშფოთება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმებთან და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხებზე მრავალი წელია რაც ვმუშაობთ ქართველ ხალხთან ერთად და მნიშვნელოვანია, რომ ეს მუშაობა გაგრძელდეს", - თქვა კონგრესმენმა დევიდ სისილინიმ.

კონგრესმენები ამჟამად პრემიერმინისტრს ხვდებიან, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრთან გადაინაცვლებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი