რუსებს მივეცით ევაკუაციის რუკა, ავტობუსების რაოდენობა, მათ გაანადგურეს ყველა ადგილი, ყველა ავტობუსი - მარიუპოლის მერი

გამოქვეყნდა:

Reuters-თან ინტერვიუში მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო იმედგაცრუებას გამოხატავს ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გამო. მისი თქმით, რუსებმა ამას ძირი გამოუთხარეს. 

მერი იხსენებს, რომ მტერმა მოითხოვა მიეცათ რუკა, საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია, ასევე კითხეს რამდენი ავტობუსი ჰყავდათ. მისი თქმით, გადასცეს ყველაფერი რაც ჰუმანიტარულ დერეფნებს ეხებოდა, მათ კი გაანადგურეს ყველა ადგილი და ავტობუსები.

"ადამიანების ევაკუაცია მარტის პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, თუმცა, რუსები ყოველ დღე არღვევდნენ პირობას, დათქმული გვქონდა ადგილები, რუკები და ავტობუსების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს, ყველაფერი მივეცით, რაც უსაფრთხო დერეფნებს ეხებოდა, ისინი კი ამას ბოროტად იყენებდნენ და ბომბავდნენ როგორც დერეფნის ტერიტორიას, ისე ავტობუსებს.

ქალაქში 100 000 ადამიანი ამ დრომდე რჩება, ეს მოქალაქეები ყოველ დღე მოდიან და ევაკუაციას ითხოვენ. გუშინ 90 ავტობუსი უნდა მოსულიყო, თუმცა რუსებმა მხოლოდ 7 შემოუშვეს", - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი