
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში, ბრძოლის ველზე თავის გრანდიოზულ ამბიციებს ვერ მიაღწია.
"პუტინმა ვერ მიაღწია თავის გრანდიოზულ ამბიციებს ბრძოლის ველზე. პრეზიდენტის ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩება ხელისუფლებაში, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელსაც მამაცი უკრაინელი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, ხელი შეუშალა რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას", - წერს ბაიდენი.
მისივე თქმით, პუტინის ვერასდროს შეძლებს უკრაინაზე ბატონობას.
"ჩვენი ერთობა სახლში და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან, უტყუარ მესიჯს უგზავნის პუტინს: ის ვერასდროს შეძლებს მთელ უკრაინაზე ბატონობას და მის ოკუპაციას. ასე არ მოხდება", - წერს ჯო ბაიდენი.