
ვატიკანი განიხილავს ივნისში, რომის პაპის ფრანცისკეს იერუსალიმში ვიზიტის შესაძლებლობას, რისი მიზანიც იქ რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა ცნობით, წყაროებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ პაპი 12-13 ივნისს უნდა გაემგზავროს ლიბანში. განიხილება ამ ვიზიტის გახანგრძლივება 14 ივნისს იორდანიის დედაქალაქ ამანში ჩაფრენით. წყაროების ცნობით, აქედან პაპი შესაძლოა, ვერტმფრენით იერუსალიმში ჩაფრინდეს, შემდეგ კი რომში დაბრუნდეს.
წყაროებს არ უხსენებიათ, რა შეიძლება იყოს რუსეთის პატრიარქთან პოტენციური შეხვედრის შინაარსი, თუმცა ცნობილია, რომ კირილი უკრაინაში ომს მხარს ღიად უჭერს, რომის პაპმა კი დაგმო იქ მომხდარი მკვლელობები.
ერთმა წყარომ თქვა, რომ მოგზაურობა თითქმის გარკვეულია, ხოლო მეორემ თქვა, რომ ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა.
Reauters-ის ცნობით, გასულ კვირას, მალტაში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა პაპმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, კირილს წელს ახლო აღმოსავლეთში შეხვდება, მაგრამ არ უთქვამს სად.