"არსებობს "რეალური შესაძლებლობა", რომ ომი 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს" | ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინის ომი, შესაძლოა, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს და ამის "რეალური შესაძლებლობა" არსებობს. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა დასავლური დაზვერვის შეფასებებს, რომ შესაძლოა, ომი მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს. 

"პუტინს უზარმაზარი არმია ჰყავს" - თქვა ჯონსონმა და განმარტა, რომ კრემლის ლიდერი "რთულ პოლიტიკურ პოზიციაშია, რადგან მან დამღუპველი შეცდომა დაუშვა".

"როგორც ჩანს, მას სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ უკრაინელების დათრგუნვა საარტილერიო დაბომბვით გააგრძელოს" - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა და დაამატა რომ "პუტინი უკრაინელების სულისკვეთების დასუსტებას ვერ შეძლებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი