მძიმე ვითარება მარიუპოლში | პუტინის ომის 58-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

უკვე 48 საათია, არაფერია ცნობილი იმ 300 მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ აზოვსტალის დაბომბილი ბუნკერის ნანგრევებში არიან მოყოლილი. შეთახმების მიუხედავად, პუტინის არმიამ ქარხნის ტერიტორიაზე დღესაც მასირებული შეტევა განახორციელა. ქალაქის იმ ნაწილში კი რომელსაც რუსები სრულად აკონტროლებენ, ოკუპანტები სამხედრო დანაშაულის კვალის წაშლას ცხედრების განადგურებით ცდილობენ.

ქუჩებში დახოცილ ადამიანებს ახლა სპეციალური ბრიგადები აგროვებენ და სავარაუდოდ მოძრავ კრემატორიუმებში წვავენ. ის, რისი განადგურებაც კრემლმა ვერ მოასწრო, უკრაინელი ჯარისკაცები პოულობენ. ბოროდიანკაში კიდევ ერთი საერთო საფლავი იპოვეს. ცხედრების 70 პროცენტს საკონტროლო გასროლის კვალი აღენიშნება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი