რას აპირებს საქართველოს პარლამენტი | არახამიას განცხადებებით გაღიზიანებული და უკრაინაზე კიდევ ერთხელ გაბუტული "ოცნება"

გამოქვეყნდა:

გენოციდის აღიარება უკრაინაში და ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენა პარლამენტში - ეს არის ორი მთავარი საკითხი, რომლებზეც პასუხს ახლა კიევი ელოდება. უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა, საპრეზიდენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ "მთვარი არხის" ეთერში ფაქტობრივად პუნქტების მიხედვით ჩამოთვალა ყველა ფაქტორი, რომლებიც კიევს აიძლებს იფიქროს, რომ საქართველო არამეგობრულად იქცევა. მათ შორის არის სანქციებზე უარის თქმაც, მაგრამ ამ მოცემულობის გამოსწორება ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოზიციის გამო რთულია.

რა გადაწყვეტილებს მიიღებს მმართველი პარტია გენოციდის აღიარებასა და ზელენსკის მოსმენაზე გარკვეული არ არის. ფაქტია, რომ გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გაებუტა კიევს და თავდასხმების ახალ სერიაზე გადავიდა.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი