რუსული სისასტიკისა და არაადამიანური დანაშულის ახალი მტკიცებულებები - უკრაინის სახალხო დამცველი და კიევის ოლქის პოლიციის უფროსი დოკუმენტურად აფიქსირებენ და საჯაროდ აღწერენ შემზარავი დანაშულის ფაქტებს, რომლთა შესახებ ბოლო დღეებში გახდა ცნობილი.
განსაკუთრებით გამაოგნებელი აღმოჩნდა დღეს ომბუდსმენის მონათხრობი არასრულწლოვან გოგონაზე, რომლის თვალწინაც რუსმა ჯარისკაცებმა დედა და უფროსი და გააუპატიურეს და საზარელი ძალადობის შედეგად ორივე გარდაიცვალა.
დღესვე ცნობილი გახდა ბოროდიანკაში ახალ სამარხის აღმოჩენის შესახებ. თხრილში 11 ცხედარია ნაპოვნი - ყველას წამების კვალი აღენიშნება და ნატყვიარი თავის არეში. მშვიდობიანი მოქალაქეების წამება, გაუპატიურება და მკვლელობები ბოლომდე ვერ აღწერს მთელ სისასტიკეს რომლითაც რუსები უკრაინელებს უსწორდებოდნენ დროებით ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში.
ყველაგან, სადაც კრემლის არმიამ გაიარა, უკიდურესი განადგურების კვალი დატოვა. ერთ-ერთ ასეთ ადგილას დღეს "მთვარი არხის" გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.