
ავღანეთის ჩრდილოეთით ქალაქ ყუნდუზში ლოცვის დროს სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაადასტურა დაღუპულთა რიცხვი და თქვა, რომ დაიჭრა 43 ადამიანი. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად.
ცნობისთვის, გაურკვეველია ვინ იდგა აფეთქების უკან.