"ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთ კვირაში დასრულდება" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები ერთ კვირაში დასრულდება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს. 

"რა თქმა უნდა, სხვადასხვა პაკეტის გარანტიები იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იარაღის მოწოდება, ცის დახურვა, სამხედრო კონსულტაციები და თანხები დამატებითი იარაღის სწრაფად შესაძენად. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება" - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი