უკრაინის პროკურატურის დასახმარებლად შექმნილ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფში ნონა წოწორია იმუშავებს

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურმა დირექტორატმა, უკრაინის გენერალური პროკურატურის მხარდასაჭერად, ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი შექმნა. მათი ცნობით, ეს ინიციატივა არის რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინისადმი დაუყოვნებელი დახმარების ნაწილი. 

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნება ნონა წოწორია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე.

მრჩეველთა ჯგუფმა სტრატეგიული დონის ექსპერტული რჩევების მიწოდება გენერალური პროკურორისთვის და მისი ოფისისთვის უკვე დაიწყო, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამოძიების პროცესის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი