
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი საგამოძიებო დირექტორატის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 22 აპრილს რუსული საოკუპაციო ძალების 49-ე სამხედრო დანაყოფის შტაბი გაანადგურეს, რის შედეგადაც 2 რუსი გენერალი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ჯერჯერობით უწყება ლიკვიდირებული გენერლების ვინაობას არ ასასხელებს.
უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა პარასკევს ოკუპირებულ ხერსონთან ახლოს რუსეთის სამეთაურო პუნქტზე განახორციელეს თავდასხმა.