
მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდრუშჩენკოს ინფორმაციით, ქალაქში მარიუპოლის თეატრის ორი პატარა მსახიობი გოგო დაიღუპა.
"ომი საუკეთესოებს გვართმევს. ორი გოგონა, ორი მომხიბვლელი პატარა მსახიობი, ელიზავეტა და სონია მარიუპოლში დაიღუპნენ",-დაწერა ანდრუშჩენკომ ტელეგრამ არხში.
ორივე ბავშვი მარიუპოლის თეატრის სპექტაკლში "ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა" თამაშობდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპნენ ბავშვები.