ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი ხვალ უკრაინაში ჩავლენ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კვირას, 24 აპრილს კიევში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავლენ.

"ხვალ აშშ-ს ოფიციალური პირები ეწვევიან უკრაინას",- თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ომის დაწყების დღიდან ეს აშშ-ს ოფიციალური პირების პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. მანამდე უკრაინაში იმყოფებოდნენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ავსტრიის კანცლერი, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი