გამოიყენებენ თუ არა ატომურ ბომბს რუსები? - შესაძლებელია. მჯერა? - დაჯერებაც კი არ მინდა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არცერთ ადეკვატურ ადამიანს არ შეუძლია ატომური ბომბი გამოიყენოს. ატომური ბომბის გამოყენება შეუძლია ადამიანს, რომელიც კუთხეში კი არ არის მიმწყვდეული, არამედ რეალობას მოკლებულია და ჯანსაღად ვერ აზროვნებს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისა და პუტინის მხრიდან, ატომური ბომბის გამოყენების საშიშროებაზე საუბრისას. 

"თუ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები ბოლომდე არ დაკარგავენ რეალობასთან კავშირს და ადეკვატურობას, მაშინ ვერ გამოიყენებენ. გამოიყენებენ თუ არა ატომური ბომბს რუსები?- შესაძლებელია. ამის მჯერა თუ არა?! დაჯერებაც კი არ მინდა. 
უკრაინას ატომური ბომბი რომც ჰქონდეს, მას არასოდეს გამოიყენებდა. ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ. ჩვენი სახელმწიფოს რომელიმე მეთაურს ღილაკისთვის თითი დაჭერაც კი რომ გაეფიქრებინა, ჩვენი საზოგადოება მას გააცამტვერებდა. მე პირველი ვიქნებოდი, ვინც მას დაუპირისპირდებოდა. ჩვენ რომ ატომური ბომბი გვქონდეს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების შანსი მინიმალური იქნებოდა",- თქვა ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი