ბრიტანეთი უკრაინას შემდგომ სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანმანქანებს გაუგზავნის - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს. ბორის ჯონსონის ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანმანქანებს გაუგზავნის. მისივე თქმით, ქვეყანა უკრაინას ომის დანაშაულების სამხილების შეგროვებაში ეხმარება.

"დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის რომ ახალი ინფორმაცია მიმეწოდებინა უკრაინის მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთის შემდგომ ნაბიჯებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ შემდგომ სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანმანქანებს. ჩვენ დავაწესეთ ახალი სანქციები რუსი სამხედროების წინააღმდეგ.

ჩვენი საელჩო განაახლებს მუშაობას კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას ეხმარება ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში.

რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მის ქმედებებზე",- დაწერა ჯონსონმა twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი