ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

გამოქვეყნდა:

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. ინფორმაციას Unian-ი "ევროპეისკაია პრავდაზე" დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მინისტრი თვლის, რომ უკრაინამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის.

შალენბერგი ამ მოსაზრებას იმით ხსნის, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს.

ამასთან, გამოცემა Heute-ს ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არც მომავალში უნდა გახდეს. 

ალექსანდრ შალენბერგის თქმით, არსებობს სხვა გზებიც, მაგალითად უკრაინის ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანება ან უბრალოდ ასოცირების შეთანხმების არსებული დონის შენარჩუნება. 

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინასთან ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ამასთან, მინისტრმა გამორიცხა რუსეთთან ომამდელ ურთიერთობებში დაბრუნება, სანამ ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სათავეშია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი