მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში ომს, ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია უწოდა

გამოქვეყნდა:

მსოფლიო პატრიარქმა  აღდგომის ღამეს უკრაინაში ომს "ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია" უწოდა.   ბართლომე პირველი იმედოვნებს, რომ აღდგომა იქნება "სტიმული ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და მარიუპოლში ალყაში მოქცეული ათასობით ადამიანისთვის უსაფრთხო გასასვლელის შესაქმნელად".

"იგივე ეხება უკრაინის ყველა სხვა რეგიონს, სადაც ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედიაა... ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასწრაფოდ შეწყდეს ძმათამკვლელი ომი, რომელიც, როგორც ნებისმიერი ომი, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას", - განაცხადა ბართლომემ სტამბულში, სააღდგომო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ.

დღეს ზუსტად 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია პუტინის ბრძანებით, "უკრაინის გასათავისუფლებლად ნაცისტებისგან", სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ ყველაფერს კი პუტინმა "სპეციალური ოპერაცია" უწოდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი